უფასო მიწოდება თბილისში 120 ₾-დან  ·  ყოველ ხუთშაბათს — ფილტრის ყავა −20%
← ყველა სტატია

ჩვენი ფერმერები: ვინ ზრდის იმას, რასაც მოგართმევთ

ჩვენი ფერმერები: ვინ ზრდის იმას, რასაც მოგართმევთ

რესტორნის ხარისხი 70%-ით ნედლეულზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩვენ არ ვმუშაობთ ერთ დიდ დისტრიბუტორთან — გვყავს შვიდი მცირე მიმწოდებელი, თითოეულს პირადად ვიცნობთ.

კვერცხი და რძის პროდუქტი

კვერცხი მოგვაქვს წყალტუბოს მახლობლად მდებარე ოჯახური მეურნეობიდან, სულგუნი და მაწონი — სამეგრელოდან, კვირაში ორჯერ.

ბოსტნეული

ყოველ დილას 6:30-ზე ჩვენი მზარეული მიდის დეზერტირების ბაზარზე. ეს ნიშნავს, რომ მენიუ ოდნავ იცვლება — ზოგჯერ კერძი ბაზრის მიხედვით იბადება.

გამჭვირვალობა

თუ გაინტერესებთ კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობა — უბრალოდ ჰკითხეთ ოფიციანტს. ჩვენ ვინახავთ ყველა მიმწოდებლის დოკუმენტაციას და სიამოვნებით გაჩვენებთ.