ხშირად დასმული კითხვები
გჭირდებათ თუ არა მაგიდის დაჯავშნა?
სამუშაო დღეებში, როგორც წესი, არა — ადგილი თითქმის ყოველთვის მოიძებნება. შაბათ-კვირას 11:00-დან 15:00-მდე გირჩევთ დარეკოთ ნომერზე +995 322 55 44 33. მეორე სართული 6 კაცზე მეტი ჯგუფისთვის იჯავშნება წინასწარ.
გაქვთ ვეგანური და ულუთენო ვარიანტები?
დიახ. მენიუში ვეგეტარიანული პოზიციები აღნიშნულია ნიშნით (ვ); ვეგანური და ულუთენო ვარიანტები ხელმისაწვდომია საუზმისა და დესერტის განყოფილებაში — ჰკითხეთ ოფიციანტს დღის სიას. მცენარეული რძე (შვრია, ნუში, სოია) ღირს დამატებით 1 ₾.
რამდენ ხანში მიდის ონლაინ შეკვეთა?
თბილისში — 1–2 სამუშაო დღე, რეგიონებში — 2–4 სამუშაო დღე. 17:00-მდე გაფორმებული შეკვეთა იმავე დღეს მუშავდება. მიწოდების ღირებულებაა 8 ₾, ხოლო 120 ₾-დან ზემოთ — უფასო.
შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
დიახ, 14 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ შეფუთვა გაუხსნელია და პროდუქტს არ დაუკარგავს სასაქონლო სახე. თანხა უბრუნდება იმავე ბარათს 5–10 სამუშაო დღეში. დეტალები — მიწოდებისა და დაბრუნების გვერდზე.
გაქვთ Wi-Fi და როზეტები?
დიახ, უფასო Wi-Fi (პაროლი ბარზეა მითითებული) და როზეტი მაგიდების უმეტესობასთან. მეორე სართული უფრო ჩუმია და გამოდგება ონლაინ შეხვედრებისთვის.
შეიძლება ცხოველებით შემოსვლა?
ტერასაზე — რა თქმა უნდა, გვაქვს წყლის ჯამიც. შენობის შიგნით, სანიტარიული ნორმების გამო, დაიშვება მხოლოდ სერვისული ძაღლები.
აწყობთ თუ არა კეთერინგს და კორპორატიულ შეკვეთებს?
დიახ. ვამზადებთ კეთერინგს 15-დან 80 სტუმრამდე და ვაწვდით ოფისებს ყავას აბონემენტით. კომერციული შეთავაზებისთვის მოგვწერეთ [email protected].
როგორ გადავიხადო ონლაინ?
ვიღებთ Visa და Mastercard ბარათებს 3-D Secure დაცვით, ასევე ნაღდ ანგარიშსწორებას კურიერთან და საბანკო გადარიცხვას იურიდიული პირებისთვის. ბარათის მონაცემები მუშავდება ბანკის მხარეს — ჩვენ მათ არ ვინახავთ.