კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ვინ ვართ მონაცემთა დამმუშავებელი
პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შპს „ქარვა ჰოსპიტალითი“ (ს/კ 405 271 908), მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 24. კონფიდენციალურობის საკითხებზე დაგვიკავშირდით: [email protected].
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
შეკვეთის გაფორმებისას: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და მიწოდების მისამართი. საკონტაქტო ფორმის შევსებისას: სახელი და საკონტაქტო მონაცემი. ვებგვერდზე ვიზიტისას: IP-მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ნანახი გვერდები და ქუქი-ფაილების იდენტიფიკატორები.
ჩვენ არ ვინახავთ საბანკო ბარათის მონაცემებს — გადახდა მუშავდება ლიცენზირებული საგადახდო პროვაიდერის მხარეს დაცული არხით.
3. დამუშავების საფუძველი და მიზანი
მონაცემებს ვამუშავებთ ხელშეკრულების შესრულების მიზნით (შეკვეთის მიწოდება), კანონისმიერი ვალდებულების შესასრულებლად (საბუღალტრო აღრიცხვა), აგრეთვე თქვენი თანხმობის საფუძველზე (სიახლეების გამოწერა და მარკეტინგული ქუქი-ფაილები).
4. მესამე პირებისთვის გადაცემა
მონაცემები შესაძლოა გადაეცეს კურიერულ სამსახურს (მიწოდებისთვის), საგადახდო პროვაიდერს, ელფოსტის დაგზავნისა და ვებ-ანალიტიკის სერვისებს. თითოეულ მათგანთან გაფორმებულია მონაცემთა დაცვის შესაბამისი პირობები. მონაცემებს არ ვყიდით და არ ვცვლით.
5. შენახვის ვადა
შეკვეთის მონაცემები ინახება 3 წლის განმავლობაში, საბუღალტრო დოკუმენტაცია — კანონით დადგენილი 6 წელი, გამოწერის მონაცემები — თანხმობის გაუქმებამდე.
6. თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მათი გასწორება, განახლება, დაბლოკვა ან წაშლა, ასევე ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა.
მოთხოვნის განსახილველად მოგვწერეთ [email protected] — ვპასუხობთ 10 სამუშაო დღეში. თქვენ ასევე უფლებამოსილი ხართ საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.